ქსელში გავრცელდა ვიდეო–ჩანაწერო, სადაც Mercedes-AMG C63 S–ის მძღოლმა საბურავების გახურება სცადა და შემთხვევით სპორტული კუპე დაწვა.
ინციდენტი ავსტრალიაში, სამხრეთ უელსის შტატში ქორწილის დროს მოხდა. შავი Mercedes AMG C 63 S–ის მფლობელმა შეგროვილი მაყურებლის წინაშე ეფექტური მანევრის შესრულება გადაწყვიტა, თუმცა რაღაც ისე ვერ წავიდა როგორც ის გეგმავდა და ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
საბედნიეროდ, დამსწრეებიცა და მძღოლიც ინციდენტის შედეგად არ დაზარალებულა. თუმცა, როცა ცეცხლი სავალ ნაწილზეც გავრცელდა და ლამის იქვე დაპარკინგებული ავტომობილები შეიწირა, ქორწილის სტუმრებმა მეხანძრეები გამოიძახეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალეს, თუმცა „მერსედესის“ გაადრჩენა ვეღარ შეძლეს. უიღბლო ტრუკის შემდეგ კუპე ლამის მთლიანად განადგურდა.
სპორტქარის მფლობელის უიღბლობა ამით არ დასრულებულა. როდესაც პოლიციამ მომხდარის მიზეზების დადგენა სცადა, ვიდეოკადრები აღმოაჩინა და მომხდარში დამანაშავედ მძღოლი სცნო. ასე რომ მოყვარულ მრბოლელს წინ სასამართლო პროცესი ელის და დაზღვევაზე ალბათ არც უნდა იოცნებოს.