მამუკა ჩარკვიანმა ნოე სულაბერიძესთან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა
„იყო ბევრი მანკიერი რამ; ვიყავი ღვინოზე, ალკოჰოლზე დამოკიდებული, დიდი ხნის განმავლობაში, იმ ზომამდე, რომ მკეტავდნენ… არ მრცხვენია ამის თქმა, ეს სათქმელია. უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, რომ ღვინის სმა არ არის კარგი. ცოტათი დამოკიდებული ვიყავი ნარკოტიკებზე. სასმელს ვერაფრით დავანებე თავი. მთელი დღე ვსვამდი. მამაჩემს ამაში ვერ ვეცი პატივი, გავამწარე და ვნანობ… ახლა კარგი კაცი გავხდი და აღარ ვსვამ – ამას ვეტყოდი…“