LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მამუკა ონაშვილს დისშვილი იხსენებს: „ბევრს ჰგონია, რომ რადგან მეც ვმღერი, მამუკაც იყო ჩართული ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, მაგრამ ასე არ არის…“

590
ანა უსტიაშვილი

მამუკა ონაშვილს „პოსტალიონთან“ მისი დისშვილი, ანა უსტიაშვილი იხსენებს:

„მუსიკალური ნიჭი გამომყვა, რადგან მამუკაც და ბაბუაც მღეროდნენ. დედაჩემმა შემიყვანა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, სადაც 12 წელი ვისწავლე საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით. მე ის ბავშვი ვარ, რომელიც ძალით არ შეუყვანიათ და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბავშვობიდან მქონდა სიმღერის ძალიან დიდი სურვილი. შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში ამავე მიმართულებით. დღეს ვარ საქართველოს სახელმწიფო კაპელას მომღერალი. ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპოზიტორთან. ნელ-ნელა მივდივარ წინ. ჩემი მოტივი არასდროს ყოფილა ცნობილი მომღერლობა. მომწონდა მუსიკის სწავლის პროცესი. ბევრ ემოციას და შეგრძნებებს ვიღებდი. ახლა, როდესაც მამუკა აღარ არის, უფრო გამიჩნდა ამის გაგრძელების სურვილი და თავადაც გამოვიდე მუსიკალურ ასპარეზზე. სხვანაირი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მინდა, ყოველთვის იყოს ერთი ადამიანი, ვინც ოჯახში იმღერებს.

სხვათა შორის, ძალიან ბევრს ჰგონია, რომ რადგან მეც ვმღერი, მამუკაც იყო ჩართული მუსიკალურ ცხოვრებაში, მაგრამ ასე არ არის. არ მახსოვს, რომ ბიძაჩემის სახელი და გვარი მუსიკალურ ამბავში გამომეყენებინოს და თვითონაც ამის წინააღმდეგი იყო. დინჯი და გაწონასწორებული კომპლიმენტი იცოდა. ქება-დიდება არ ახასიათებდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g