LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მანუ მურღულია: „საოცარი მუხტი იყო… ხალხი ჩვენს სიმღერებს ზეპირად მღეროდა, „დისკო“ სამჯერ გვამღერეს…“ – სომხეთში „ნიკოს ბენდის“ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

1051
მანუ მურღულია

„ნიკოს ბენდი“ ნიკო ნანიტაშვილის, მანუ მურღულიასა და ამიკო ჩოხარაძის შემადგენლობით, ახლახან სომხეთს სტუმრობდა, სადაც მათი სიმღერები, განსაკუთრებით კი, „ქართული დისკო“ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, დამსწრე საზოგადოება კი ზეპირად მღეროდა თითოეულ სიმღერას.

ბენდის სოლისტი, მანუ მურღულია იმ ენერგიისა და მუხტის შესახებ გვიყვება, რომელიც სომეხი მსმენელისგან მიიღეს:

„გახლდით სომხეთში, დილიჯანში, სადაც დაახლოებით 400-კაციან დარბაზში გავმართეთ კონცერტი. იყო საოცარი მუხტი, ღონისძიების ორგანიზატორი ამბობდა, რომ ზარები არ წყდებოდა, თუმცა ბილეთები ამოიწურა და ხალხი გარეთ დარჩა.

სომეხი მსმენელისგან უდიდესი სითბო წამოვიდა, ყველა სიმღერა ზეპირად იცოდნენ. არავინ დამჯდარა, „დისკო“ სამჯერ ვიმღერეთ, რადგან სცენიდან არ გვიშვებდნენ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დასამახსოვრებელი კონცერტი, ძალიან შინაურული სიტუაცია იყო. ძალიან ვისიამოვნეთ ამ კონცერტით.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აქვე გაგიმხილოთ, რომ 6 აგვისტოს, ბათუმის ტენისის კორტებზე შედგება „ნიკოს ბენდის“ გრანდიოზული კონცერტი. გეპატიჟებით ყველას. ვფიქრობ, ძალიან კარგ დროს გავატარებთ და ვისიამოვნებთ ერთად ყოფნით!..“

აღსანიშნავია, რომ „იუთუბზე“ „ქართულ დისკოს“ უკვე 62 მილიონი ნახვა აქვს.

ახლახან ყაზახეთის ნაციონალურმა ორკესტრმა „ქართული დისკო“ საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს და „ნიკოს ბენდი“ სოციალურ ქსელში მონიშნეს. „ეს ვიდეო ყველამ ერთად ვნახეთ და შოკში ჩავვარდით“, აღნიშნავს მანუ მურღულია fortuna.ge-სთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g