კიდევ ერთი ქართველი ბერძნულ „ვოისში“ გამოჩნდა – ამჯერად ბედი მუსიკალურ კონკურსში მარიამ კოტრიკაძემ სცადა და შესანიშნავადაც გამოვიდა. მას ოთხიდან სამი მწვრთნელი შემოუტრიალდა.
საკუთარი პერსფორმანსის ეთერში გასვლის შემდეგ, მარიამმა ვიდეო გააზიარა და ემოციების შესახებ დაწერა:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო, მინდა, გაცნობოთ ჩემი ახალი გამოწვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება საბერძნეთის „ვოისს“. ეს მოგზაურობა ძალიან ემოციური და განსაკუთრებულია.
თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ დასაწყისია!.. წინ კიდევ მრავალი ემოცია და თავგადასავალი გველოდება, გთხოვთ, ვიდეო გადააზიაროთ რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს…“
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ „ვოისში“ ქართველი მონაწილე პირველად არ გამოჩენილა. რამდენიმე წლის წინ დოდონა ნამორაძე ამ კონკურსში დიდი წარმატებით მონაწილეობდა.