LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარინა კაჭარავა: „თუ მოხდა შერწყმა შვილთან და საზღვრები დაირღვა, ერთმანეთისთვის მატრავმირებლები ხდებიან ადამიანები…“

105
მარინა კაჭარავა

„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვთავაზობს ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას რჩევებს თემაზე, როგორ დავიცვათ შვილთან საზღვრები:

„ჩვენ გვეშლება ურთიერთობა შერწყმაში. თუ მოხდა შერწყმა შვილთან და საზღვრები დაირღვა, ერთმანეთისთვის მატრავმირებლები ხდებიან ადამიანები. სად გადის საზღვარი ჩემსა და შვილს შორის, ეს მნიშვნელოვანია. შეცდომისგან დაზღვეული არავინ ვართ. შეცდომები დროთა განმავლობაში უკან გვიბრუნდება, მაგრამ შვილთან მიმართებაში, ჩემი აზრით, მთავარია მისი განხილვა პიროვნებად, მე შენ გხედავ, მე შენ გისმენ, მე შენ განგიხილავ. თუ ამას არ ვაკეთებ, ჩემს წარმოსახვაში ვხედავ ისეთ შვილს, რომელიც მინდოდა, ყოფილიყო და ვხდები ჩვეულებრივი მოძალადე. შვილს უნდა გაუშვა ხელი და მისცე შეცდომის, წაქცევის, დავარდნის… ყოველი ადამიანი არის ცალკე სამყარო და თვითონ უნდა აღმოაჩინოს ღმერთი, რომელიც მნიშვნელოვანია, ღირებულებებიც. აღზრდის პროცესში ამას აკეთებ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მას უნდა მისცე, არის არჩევანის თავისუფლება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g