LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელებაა, რისთვის გადავიხადეთ ფული“ – Maroon 5-ის ფრონტმენი ჩილეში გამართული კონცერტის გამო გააკრიტიკეს

323
-111049238-28305339-dbfb-45c0-bc78-523b3678bd68

ჩილეში ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა. ბენდი მსმენელის წინაშე 15 სიმღერისგან შემდგარი შოუთი წარსდგა. ერთსაათიანი კონცერტი ჩილეს ტელეარხებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კონცერტი მაყურებელმა ძალიან ცუდად შეაფასა. ჯგუფის ფრონტმენის, ადამ ლევინის გამოსვლა იმდენად უხალისო, მოსაწყენი და უხარისხო იყო, რომ ჯგუფის თაყვანისმცემლებმა შოუ სოციალურ ქსელში მწარედ გააკრიტიკეს.

„ადამს რაღაც სჭირს“, „რა საშინელებაა, რისთვის გადავიხადეთ ფული“, „არც ხმა უვარგა, არც მოძრაობები“ – წერენ აღშფოთებული თაყვანისმცემლები.

თავიდან ადამმა უხარისხო შესრულება ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა, შემდეგ კი უკვე სხვა მიზეზი დაასახელა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობამ ჩემს შესრულებაზე ცუდად იმოქმედა, ჩემი შესრულება არაპროფესიონალური იყო, რის გამოც ბოდიშს გიხდით“ – განაცხადა ვარსკვლავმა.

თუ რა პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ადამ ლევინს, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები