მარტა ბარამიძემ ია ფარულავასთან გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ის ბიოლოგიურმა დედამ 3500 მანეთად გაყიდა:
„ერთი ფრაზა მოვისმინე, კოპიო დედამისიაო. ბებიას ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი საკუთარი თავის შესახებ. მქონდა ეჭვები და მინდოდა, ვინმეს მოეყოლა. მომიყვა ჩემი მშობლების შესახებ. დედა იყო ექიმი, რომელიც მუშაობდა რუსეთში, მამა იყო ქართველი, თბილისში დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, მერე წავიდა რუსეთში. იქ გაიცნო ჩემი ბიოლოგიური დედა, რომელსაც ჰყავდა ქმარი და შვილი. ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ დედა ჩამოიყვანა ბათუმში სამშობიაროდ, იმშობიარა და შემდეგ წავიდა რუსეთში. მამამ დატოვა წერილი, აინტერესებდა, სად მიჰყავდათ ბავშვი. მამა მოატყუეს და აბსოლუტურად სხვა მისამართი, გვარი, ყველაფერი შეცდომით დაუწერეს. ბებოს ერთ-ერთი მეზობელი ქალი მუშაობდა სამშობიარო სახლში და ის მონაწილეობდა ჩემს გაშვილებაში… როგორც ვიცი, ბიოლოგიურმა დედამ გამყიდა 3500 მანეთად…“