LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარტა ბარამიძე: „ვასახელებ ამ ადამიანის სახელს და გვარს… მაშინ 16 წლის ვიყავი, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა…“

807
მარტა ბარამიძე

მზარეულმა მარტა ბარამიძემ ია ფარულავას გადაცემაში კონვერტი გახსნა და სექსუალურ ძალადობაზე უამბო მაყურებელს:

„დამიძახა და მითხრა, თუ არ გავაკეთებდი იმას, რაც მას უნდოდა, მომაჭრიდა თითს. მთხოვა თითის გაწვდენა. დღემდე მაქვს ნაიარევი. დანა დამადო. ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა. ჩემგან უარის მიღების შემდეგ, და სრულიად შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი, მითხრა, რომ ამეღო ნივთები და წავსულიყავი. სამზარეულოში ჩუმად ავიღე დანა და ჩავიდე შარვალში. თუ რამეს დააპირებდა, მზად ვიყავი, თავი დამეცვა. ჩამსვა მანქანა, მიმიყვანა სასაფლაოზე და კიდევ გამიმეორა იგივე, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მე მსურდა, დამტოვებდა სასაფლაოზე. დამტოვა და წავიდა. რამდენიმე წუთში მობრუნდა რადიკალურად შეცვლილი სახით, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო, შედარებით გადავლილი ჰქონდა. წამომიყვანა სახლში და ჩამკეტა გარედან. ვიპოვე ზეწრები, დავამაგრე მოაჯირს და ჩავძვერი ქვემოთა სართულზე. აივანზე იდგა კარადა, იმის თავზე შევხტი. ორი წლის წინ ამ ოჯახში ვიყავი მისული და არანორმალური გვეგონე ფსიქიკურადო. მაშინ მომასულიერეს, დამამშვიდებლები დამალევინეს და გამოვიქეცი. არ მინდა, ამ ადამიანის მხრიდან რომელიმე გოგომ იწვნიოს. ეს ადამიანი არის ბიკო ბირბიჩაძე“.

ვიდეო: მარტა ბარამიძე: „ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ იმშობიარა ბათუმში, დამტოვა და დაბრუნდა რუსეთში… მან 3500 მანეთად გამყიდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g