“მასტერშეფის” მონაწილე, ნინიკო ღამბაშიძე პოპულარულ პროექტს გამოეთიშა. მან მეორე ტურში შეფების სამეულის აზრით, ყველაზე სუსტი კერძი მოამზადა და პროექტის დატოვებამ მოუწია.
ნინო ღამბაშიძემ წასვლის წინ “მასტერშეფის:” გუნდს და ჟიურის
წევრებს დიდი მადლობა გადაუხადა ასეთი შესაძლებლობისთვის. ვერც ნინიკომ შეიკავა ცრემლები და მისი სიტყვა მაყურებლისთვისაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
“მინდა გითხრათ, ბედნიერი ვარ, ცამდე ბედნიერი, რომ ამისი შესაძლებლობა მომეცით და ამ ასაკში ეს ამისრულდა. ყოველი ორშაბათი, სამშაბათი ჩემთვის საჩუქარი იყო, ისეთი ბედნიერება მომანიჭეთ. მინდა, გისურვოთ მთელი გულით, ასე აგისრულდეთ ოცნება. იმედი არასდროს დაკარგოთ…”, აღნიშნა ნინიკო ღამბაშიძემ, – “მთელი ცხოვრება ამას ველოდებოდი და ამიხდა… ბედნიერი ვარ და აქ ყოფნის წუთები სულ გამყვება“.
“ნინიკოს უნდა იცნობდეთ, ალბათ, რომ ეს სიტუაცია გაიგოთ… ყველა მონაწილე ტირის. არც მე ვიცი, გამიხარდეს, რომ დავრჩი თუ არა…”, თქვა კიდეც ერთმა მონაწილემ, ზურამ ამ სიტუაციის შეფასებისას.