LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ახლა მე-12 მოთამაშე ვიქნები“ – დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

202
დავით ხოჭოლავა

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა, ტრავმების გამო, 31 წლის ასაკში დაასრულა.

Geo team აქვეყნებს სპორტსმენის ინტერვიუს, სადაც ის ფეხბურთიდან წასვლაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

„მიყვარს ეს ად­გი­ლი, ქა­ლა­ქი, კლუ­ბი. ძნე­ლია დამ­შვი­დო­ბე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის დამშვიდობება, რად­გან მე ახლა მე-12 მო­თა­მა­შე ვიქ­ნე­ბი. მადლობა ყველას, ფანებს, კლუბს, მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტს, დიდებული სამი წელი იყო“, – ამბობს დავით ხოჭოლავა.

ხო­ჭო­ლა­ვას ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რით 39 მატ­ჩი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ბოლოს 2022 წლის 26 სექტემბერს გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშა. „კოპენჰაგენში“ კი ბოლო მატჩი გასული წლის 19 მარტს ჩაატარა. მას შემდეგ ფეხბურთელმა მუხლზე 3 ოპერაცია გაიკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g