LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიწყებთ ახალ ეტაპს“ – ხვიჩა კვარაცხელიას განწყობა ჩეხეთთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ

208
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 7 სექტემბერს პირველად იასპარეზებს.

ვილი სანიოლის გუნდი ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა. მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

„ხვალ ერთა ლიგის ჩვენს დივიზიონში პირველ მატჩს გავმართავთ! ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.