LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე არ მიტარებიხარ ცხრა თვე მუცლით – სხვა მხრივ, რა თქმა უნდა ჩემი შვილი ხარ…“ – მანანა ჩიტაიშვილისა და მარიამ ჯვართავას დედა-შვილობის ამბავი

180
მანანა და მარიამი

აჭარის მაუწყებელი ავრცელებს ინტერვიუს დედა-შვილთან, საიდანაც ირკვევა, რომ გოგონა ნაშვილებია. მანანა ჩიტაიშვილი და მარიამ ჯვართავა თავიანთ ამბავს ჰყვებიან.

მანანა:

„ძალიან მინდოდა დედობა და არ გამოვიდა. კარგი მეგობარი მყავდა, ექიმი ქალი. ეკლესიიდან გამოვდივარ და მეუბნება, იცი, ნანამ მითხრა, ძალიან კარგი გოგო ჰყავს, შენნაირი, ქერა და არავინ ჰყავსო. ბავშვთა სახლში მახინჯაურში იყო, ექვსი თვის. ბავშვი რომ ვნახე, ვუთხარი, მოდი ჩემთან-მეთქი. დამადო თავი…

მარიამი:

ძალიან უნდოდა შვილი, მეც ძალიან მჭირდებოდა თბილი ოჯახი. ყველაფერი მომცა, რაც არის მშობლის მოვალეობა და რაც არ არის, ისიც. რამდენჯერაც უნდა დავიბადო, მანანას და შოთას ავირჩევ ყველა ჯერზე. მე სხვა ადამიანმა მითხრა… უხერხული კომუნიკაცია შედგა ჩვენ შორის… გაბარზებულ გულზე მომწერა, ნაშვილები ხარო…

მანანა:

22 წლის იყო, როცა მკითხა, დედიკო, ძალიან მაინტერესებსო. ვუპასუხე, სიმართლისთვის მზად ხარ-მეთქი? 9 თვე ჩემს მუცელში არ იჯექი, არ გამიჩენიხარ, მაგრამ ჩემი შვილი ხარ-მეთქი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g