LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ჩემს მეუღლეს ამდენი წლის განმავლობაში არც კი გვიკამათია, ოთო ჩემი საუკეთესო მეგობარია“ – ცისანა სეფიაშვილი

621
ცისანა სეფიაშვილი

რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის, „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი და ტელეწამყვანი ცისანა სეფიაშვილი იყო.

ცისანა სეფიაშვილმა „ფორტუნასთან“ ოჯახის – შვილების, მეუღლის, შვილიშვილებისა და მშობლების შესახებ ისაუბრა.

როგორც ცისანა სეფიაშვილმა მეუღლეზე საუბრის დროს აღნიშნა, თანაცხოვრების განმავლობაში მათ არც კი უკამათიათ.

„რომ არა ოთო, საერთოდ არ ვიფიქრებდი არანაირ პირად ურთიერთობებზე. ეს არის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყველაზე დიდი მესაიდუმლე, ყველაფერზე შემიძლია მასთან საუბარი, ისევე როგორც მას – ჩემთან.

ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის მგონია, რომ 2 ან 3 თვის დაწყებული ურთიერთობაა. ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არც კი გვიკამათია“, – აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.

„საუკეთესო წყვილი“ – ცისანა სეფიაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს აზიარებს

„სინაზე და სილამაზე“, „უმშვენიერესი ხარ“ – ცისანა სეფიაშვილის განსაკუთრებული ჩაცმულობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g