გადაცემა „სთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. მან კიდევ ერთხელ, ემოციურად და ვრცლად ისაუბრა მამაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ნანიკომ გადაცემაში მამის პანსიონატში მიყვანის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მამას ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი აჩუქა:
„პირადად, მე ვიცი, რომ მამაჩემს ვაჩუქე ცხოვრების 4 წელი, თან კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი. ბოლომდე უკრავდა ფორტეპიანოზე, ჰქონდა ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა – ყურადღება, აუდიენცია, საუბარი, აუდიტორია, ამიტომ, ამ პანსიონატმა მამას მისცა ზუსტად ის, რაც მას სჭირდებოდა, რის გამოც მისი ხასიათი მუდმივად გადასარევი იყო, აღარსად გარბოდა, ნაკლებად ჰქონდა შფოთი“, – თქვა ნანიკო ხაზარაძემ.
🟡 ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალებაზე🟡 "მე მამაჩემს ვაჩუქე ხარისხიანი და კარგი ცხოვრების 4 წელი" – ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალებაზე 💫 გამოგვყევით ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/tatisharangia7?igsh=MXJyOTBiMWRudnJkcg==
Posted by სთორი/Story on კვირა, 16 ივნისი, 2024