LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე მას 10 წელი ველოდებოდი… ოთხი თვე ვიწექი, რომ მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ცრემლები მომდიოდა“ – გაიანე კარაპეტიანი პირდაპირ ეთერში ატირდა

749
page

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ კულინარი, შეფ-მზარეული, „მთავარი არხის“ წამყვანი, გაიანე კარაპერტიანი სტუმრობედა, რომელმაც კარიერაზე ბევრი ისაუბრა. მან წამყვანის მიერ, პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვას ამომწურავად და გულწრფელად უპასუხა. თავისი სევდიანი სიყვარული ისტორიის გახსენების დროს მან ემოციები ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა.

შენი პირადი ცხოვრების შესახებ არაერთხელ დაწერილა, ბევრი საუბრობს, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი გულისტკივილი იყო. ოჯახის დანგრევის შემდეგ, მეორე ადამიანი გამოჩნდა, რომელიც შეგიყვარდა…

„ეს იყო ადამიანი, რომელსაც ბევრი წლის განმავლობაში ველოდებოდი. მან მე თავად მკითხა, დამელოდებიო? მეც ვუთხარი, რომ კი, დაველოდებოდი. მე ბედნიერი ვიყავი და ჩემთვის ჩუმად ველოდებოდი ჩემს სიყვარულს. 10 წელი ველოდებოდი, ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ჩამოდიოდა ხოლმე, მერე მიდიოდა. შემდეგ სულ დაიკარგა, მაინც ველოდი და ის გამოჩნდა. 2016 წელს ჩამოვიდა, ჩემს სამსახურში რომ დავინახე, გამიკვირდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაია, არაფერი არ უთხრა, რა იცი რა ხდება ცხოვრებაში, მხოლოდ დაელაპარაკე, არ გაუხსნა შენი გული. სიყვარული ისეთი რამეა, რომ არ კვდება, ახლა ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ რაც იყო, იმას გიყვებით. მან მე ჯვარი მაჩუქა, მე კი მერე ის ეკლესიას ვაჩუქე. შეხვედრა ძალიან უცნაური იყო, დავსხედით, ვილაპარაკეთ, არც იცოდა, გათხოვილი ვიყავი თუ არა. მაშინ ორი შვილის დედა და უკვე ბებიაც ვიყავი. ვუთხარი, მე უკვე ბებია ვარ მეთქი, გული მითუხთუხებდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მან მითხრა, მე მამა ვარო, ის განქორწინებული იყო. რას აკეთებ დღეს საღამოსო, ვუთხარი, რომ დღეს არ შემეძლო, უნდა მეფიქრა. დავსხედით, დილამდე ვილაპარაკეთ, 2 დღე ვლაპარაკობდით, დავიცალეთ, მერე მწერდა, მე ვეუბნებოდი, რომ ჩემი გულის პატრონი ხარ და სულ იყავი მეთქი, შენ ისევ წახვალ და მე კიდევ გული მეტკინება, შენ შენი გზა გაქვს მეთქი. შემდეგ ოჯახში დამპატიჟა, ხელი მთხოვა და ვაპირებდით ოჯახის შექმნას. ამერიკაში წასვლა შემომთავაზა. უკვე დოკუმენტაციას ვამზადებდი წასასვლელად, ძალიან კარგად ვიყავით, უბედნიერესი სამი თვე გვქონდა, ვიყავი ბედნიერი ქალი. მონათესავე სულებივით ვიყავით. ამ ყველაფრის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა… პრობლემების წინაშე დადგა. რომ წავიდა, მითხრა, ჩამოდიო. უნდოდა ჩემგან ბავშვი. ძალიან ფაქიზი და სუფთა გრძნობა გვქონდა. დღემდე არ ვიცი, რომ მოხდა, ახლა ცოლი ჰყავს და ალბათ შვილიც ეყოლება.

წლები მტანჯავდა ეს ამბავი. ოთხი თვე ვიწექი, რომ მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ცრემლები მომდიოდა. რა არ გავაკეთე, რათა ჩემ ბავშვებზე მეფიქრა. ოჯახი ჩემი ყურებით იტანჯებოდა. ბოლოს ჩემ თავს უფლება მივეცი, რომ ავმდგარიყავი და ჩემი თავისთვის მიმეხედა. წავედი აკვააერობიკაზე. ვიყავი ფსიქოლოგთანაც, მან მითხრა, ჭკვიანი გოგო ხარ და არაფერი გჭირდებაო, შენ შენ თავს თავად მოერევიო. შემდეგ ექიმებმა  მძიმე დიაგნოზი დამისვეს, სამი დღე ვიტირე, მე ხომ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება ჯერ ვერ მოვასწარი მეთქი. დავიწყე მკურნალობა. 4 წელი ჰორმონები ვსვი, მოვიმატე წონაში, ბოლოს უარი ვთქვი ყველაფერზე. ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ბოლო ვიზიტზე, მამოგრაფია გავიკეთე, ჩემდა გასაოცრად,  ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. სიხარულის ცრემლებით ვტიროდი, თითქოს მეორედ დავიბადე. ახლა დრო მოვიდა, უნდა ჩავდგე ფორმაში. ვივარჯიშო. ჩემი ბავშვები და შვილიშვილები მაცოცხლებენ, მე კი მიყვარს სიცოცხლე. მხოლოდ ერთი კითხვა დამრჩა, რატომ…? ადამიანი ცოდოა მაშინ, როდესაც სიყვარულს ცვლი იმაში, რაც საჭიროა. 6 წელია არ მინახავს ის ადამიანი, ვიცი რომ მეუღლე ჰყავს, ვუსურვებ, რომ იყოს ბედნიერი. მე მეტკინა, მაგრამ შურისძიება არ შემიძლია.“

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები