“არ ვიცოდი, ამდენი გამომძიებელი თუ იყო საქართველოში. პროკურატურას რომ მივანდოთ, გამოძიება უფრო სწრაფად წავიდოდა წინ” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმის კომენტირებისას.
„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად. სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.
კიდევ ერთი რამე მინდა, ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. ძალადობა ადამიანებზე არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით, არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას.
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/2663764643860800/
19 წლის ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული. ექსპერტიზის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა.