LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც წელს საქართველომ დადო… ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება”- ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მიმართავს

314
ნუცა ბუზალაძის მიმართვა

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შედეგების შემდეგ, სადაც საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა, ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს მიმართა:

ვიდეო: „საქართველო, მიყვარხარ”- ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შესრულება ევროვიზიაზე

„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც წელს საქართველომ დადო ევროვიზიის კონკურსზე. როდესაც ამდენწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს ჩემი აზრით ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გამოსვლები გვქონდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”- მიმართა ნუცამ გულშემატკივრებს.

„ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა… ჯერ ჰარი სთაილსი რა არის და მერე კიდევ სადაც მისი „ჩინურ-სუროგატული” ვერსია იმარჯვებს ამ მასშტაბის კონკურსში, იქ რაიმე ღირებულზე საუბარიც კი ზედმეტია” – ზაზა შენგელია ევროვიზიაზე

ცნობისთვის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.

საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

Posted by Nutsa Buzaladze on შაბათი, 11 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები