გადაცემა „თამიასთან“ სტუმარი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინფლუენსერი, ნათია რეხვიაშვილი იყო.
ნათიამ გადაცემაში შვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ ნიკოლოზია.
„მე არასდროს არ ვეუბნები ჩემს შვილს, შენ გამო ვარ წასული-მეთქი. ამ სტრესს არ ვახვევ თავს…
მე ვიცი, რომ შენ ჩემ გამო ხარ მანდ წასულიო და ძალიან გამიმართლა შენ ჩემი დედიკო რომ ხარო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის, რა თქმა უნდა, მისთვის, ჩემი ერთადერთი მოტივაციაა, რომ არა ნიკოლოზი ამ ყველაფერს მე ვერ გავაკეთებდი,“ – ამბობს ნათია.