LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Megan The Stallion სცენაზე ატირდა

142
Megan-Thee-Stallion-cries-on-stage-hot-girl-summer-tour-tampa

28 ივნისს, Megan The Stallion მესამე სტუდიურ ალბომს – Megan გამოუშვებს. მომავალი და აქამდე გამოცემული ორი დისკის მხარდასაჭერად, ამერიკელმა რეპერმა 14 მაისს, კარიერის პირველი მასშტაბური – Hot Girl Summer Tour დაიწყო. ამჟამად, ტურნე ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

Megan Thee Stallion-მა კონცერტზე ახალი დისკის გამოსვლა დააანონსა

29 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებლის ერთ-ერთი ბოლო პერფორმანსი საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა. ქსლეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა არტისტი სიმღერის – Cobra შესრულებისას, ცრემლებს ვერ იკავებს და სცენაზე ტირილს იწყებს.

როგორც რეპერის გულშემატკივრები ამბობენ, ემოციების მოზღვავების მიზეზი ფალსიფიცირებული ვიდეოა, რომელშიც მისი სექსია აღბეჭდილი. ისინი კუმირს თანადგომას უცხადებენ.

#MeganTheeStallion tears up while performing “Cobra” at her #HotGirlSummerTour last night

#MeganTheeStallion tears up while performing “Cobra” at her #HotGirlSummerTour last night

Posted by Pink World Station on Sunday, June 9, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები