თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია ვიდეოსქემას ავრცელებს და საზოგადოებას გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებს აცნობს:
◾ ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულბით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი: N540 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
◾ ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N354 და მიკროავტობუსები: N466, N468 გმირთა მოედნიდან გააგრძელებენ მოძრაობას დადგენილი სქემით. ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისათვის ავტობუსები: N351, N387 და მიკროავტობუსი: N512 მობრუნდებიან ჰ. ალიევის სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან.
◾ საბურთალოს მხრიდან ავტობუსები: N310, N314, N326, N342, N352, N358, N391, მიკროავტობუსები: N472, N532 და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები: N306, N331, N337, N378, და მიკროავტობუსი: N541 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ მ. კოსტავას ქუჩით ფილარმონიის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
◾ საბურთალოს მხრიდან მომავალი ავტობუსები: N351, N385, ასევე მიკროავტობუსი: N512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები: N307, N311, N354, მიკროავტობუსები: N466, N468 ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან გმირთა მოედნის პანდუსით ვარაზისხევის ქუჩაზე, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
◾ რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი: N540 გმირთა მოედანზე მოხვედრისას, გმირთა მოედნის პანდუსით მოხვდებიან ვარაზისხევის ქუჩაზე და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება.