ჟურნალისტი მაია ასათიანი DVV International-ის მხარდაჭერით მომზადებულ პოდკასტსი საკუთარ ბრენდსა და მისი შექმნის ისტორიაზე საუბრობს.
„ძალიან მეშინია არ დავემსგავსო ადამიანებს, ვინც მხოლოდ წარსულ დიდებაზე საუბრობენ. მთავარია ვინ ხარ აწმყოში. მე მენატრება წარსული, რომელიც აღარასდროს განმეორდება…
რა წამსაც ეს გავიაზრე მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო და დავიწყე ფიქრი, რა მიყვარს ჩემი საქმესავით არა… მაგრამ, მეორე ადგილზე რას გავიყვანდი და ეს ნამდვილად არის… მიუხედავად იმისა, რომ „ტალახიანი“ რეპორტიორი ვარ, ძალიან მიყვარს თავის მოვლის საშუალებებზე საუბარი, კვლევა, ამოცნობა…
მეორე დღესვე ბიზნესი არ შემიქმნია, ჯერ დავიწყე სწავლა, ახლაც ვსწავლობ და პროცესში სწავლა კიდევ უფრო მარგებელია. ვინც ამბობს, რომ უკვე გვიანია… გვიანი იქნება მხოლოდ იმ მომენტში, სიკვდილი რომ მოვა თავისი ცელით. მანამდე სულ არის დრო.
მონოლოგს ასე ვამთავრებ: „მე ეს შევძელი, გამოგივა შენც!“, – ამბობს მაია ასათიანი.
