სპორტმენი მერაბ დვალიშვილი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ მისი „ინსტაგრამიდან“ ხდება ცნობილი. UFC-ის ქართველი მებრძოლი აღნიშნავს, „ყველა კარგადაა, ყველა უსაფრთხოდაა“.
ორ ვიდეოში, რომელიც გავრცელებულია, ჩანს, როგორ გაიხსნა უსაფრთხოების ბალიში ტაქსის მეორე მანქანასთან შეჯახების შედეგად.
როგორც აღმოჩნდა, მერაბი დანიშნულების ადგილზე „უბერის“ ტაქსით მიემართებოდა, რა დროსაც მოხდა შეჯახება.
„ნიუ იორკში სულ ერთი დღე და რამდენიმე საათია ვარ და მოვყევი დიდ ავარიაში. კარგად ვარ“, ამბობს ვიდეოჩანაწერში მერაბ დვალიშვილი.