გადაცემის „გული მღერის“ ოფიციალურ გვერდზე ალეკო თეთრაშვილის ბოლო სატელევიზიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის ლევან ლელაშვილთან და ძმები ნუცუბიძეების ბენდთან ერთად სიმღერას „მერვეკლასელო“ ასრულებს.
ნამღერმა, რომელიც ალეკოს გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაიწერა, საზოგადოების მხრიდან ბევრი თბილი და სევდიანი გამოხმაურება მოიპოვა:
„სიტყვები ზედმეტია, უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“…„ნათელი და სანთელი ბატონო ალეკო თქვენს კეთილ სულს“…„ნათელში იყოს საუკეთესო პიროვნება იყო“.
„ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს“ – მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა