LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მღვდლობა აღმოჩნდა ჩემი პირადი მოწოდება…ეს იყო ჩემი არჩევანი“ – მამა ირინეოს შენგელია

1044
2026-05-13_23-13-56_804337

სასულიერო პირი, მამა ირინეოს შენგელია პოდკასტის „მღვდლებს შორის“ სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა საკითხზე, თუ რატომ აირჩია მღვდლობა.

„მინდა ჩემი სიტყვა დავიწყო მაცხოვრის სიტყვებით, რადგან თავად უფალი არის გზა, იესო ქრისტემ 21 საუკუნის წინ თქვა: მე ვარ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. მე არ ვფიქრობ, რომ მღვდლობა არის ჩემი გზა, ჩემი გზა არის იესო ქრისტე და ამ გზაზე მღვდლობა აღმოჩნდა ჩემი პირადი მოწოდება.

ადამიანი მოწოდებაში თავისუფალია, ღმერთი თავისუფლებას ანიჭებს პიროვნებას და პიროვნება ირჩევს დათანხმდეს თუ არა ღვთის მოწოდებას. მე დავთანხმდი ღვთის მოწოდებას. არჩევანის თავისუფლება პიროვნების ღირებულებაა, აქედან გამომდინარე, მე ამ გზაზე აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი მოწოდებაა.

ეს იყო ჩემი არჩევანი, სინერგიული კავშირი ღმერთსა და ჩემს შორის და გადავწყვიტე, გავყოლოდი ამ გზას, დავმდგარიყავი ამ გზაზე, რომელიც თავად ქრისტეა და ამ გზაზე შევიმოსე მღვდლობის საიდუმლო“, – ამბობს მამა ირინეოსი.

„შესაშური ბიოგრაფია აქვს ამ ასაკში!“ – ვინ არის ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g