LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაშური ბიოგრაფია აქვს ამ ასაკში!“ – ვინ არის ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა

2986
2026-05-12_00-37-54_533120

სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია ფართო საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი გაიცნო, რომელიც პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სამების ტაძარში იყო გადაღებული.

დედა სიდონია სოციალურ ქსელში მამა ირინეოსის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.

„შესაშური ბიოგრაფია აქვს ამ ასაკში!
2014 წელს წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის Ν99 საჯარო სკოლა.
2015-16 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად.
2017-2018 წლებში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, დრამის მიტროპოლიტ პავლეს რეკომენდაციითა და წარგზავნით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში, სულიერი და ასკეტური ცხოვრების პრაქტიკული შესწავლისთვის.

2018-2019 წლებში შეისწავლა თანამედროვე ბერძნული ენა და მიენიჭა არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2 დონე.
2019-2022 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე.

2022-2023 წლებში, ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევითა და რეკომენდაციით სწავლობდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ, Bossey Ecumenical Institute-ში, CAS-ES გაძლიერებული სწავლის ფორმაციულ კურსზე, სადაც შეისწავლა მოდული „Ecumenical Biblical Hermeneutics” და დაიცვა აკადემიური ნაშრომი, თემაზე: “შერეული ქორწინება მართლმადიდებელი ეკლესიის პერსპექტივიდან“.

2022-2023 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, ათენის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადიპლომო აკადემიური ნაშრომი, თემაზე: „XVI საუკუნის რელიგიური რეფორმაცია: პროტესტანტული თეოლოგიის საწყისები“.

2025 წლის 14 იანვარს, ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს სტიპენდიით (100% დაფინანსებით) ჩაირიცხა ბოსტონის Holy Cross School of Theology-ში, გაძლიერებულ მაგისტრატურაზე ThM (Advanced Master of Theology).

მღვდელმონაზონ ირინეოსს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, მათ შორის: გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, უკრაინაში, იტალიაში, ისრაელში, აშშ-ში და ა.შ
მას ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური ნაშრომი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის:

  1. სახარებისეული პასაჟის ინტერპრეტაცია – ,,ქრისტე მეუფის შეხვედრა მდიდარ მებაჟე ზაქესთან”.
  2. „თეოლოგიის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის გზა“.
  3. „თანამედროვე ოკულტიზმის ნაირსახეობები – მაგია და მართლმადიდებელი ეკლესია“.
  4. „ქრისტიანული წესჩვეულებების თეოლოგია (კითხვა-პასუხი)“
  5. „ყველაფერი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ“ (თანაავტორი).
    ფლობს ქართულ (მშობლიური), ბერძნულ, ძველბერძნულ და ინგლისურ ენებს“, – წერს დედა სიდონია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g