LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ქარმა კინაღამ ჩამოაგდო

54
Plane-forced-to-abort-landing-as-Storm-Franklin-winds-make

დიდ ბრიტანეთში, სამგზავრო ლაინერი იძულებული გახდა დაჯდომა შეეწყვიტა, რადგან ძლიერმა ქარმა მას ამის საშუალება არ მისცა. ინციდენტის გადაღება თვითმხილველებმა შეძლეს.

გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ხომალდი მანჩესტერის აეროპორტში უნდა დაფრენილიყო, როდესაც ქარის ძლიერმა ნაკადმა კინაღამ ავიაკატასტროფა გამოიწვია.

ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხომალდი მიწას უნდა შეეხოს, როდესაც შტორმი მას აქეთ-იქით აქანავებს.

ამის შემდეგ თვითმფრინავი სწრაფად აფრინდება. შედეგად ლაინერი კინაღამ ჩამოვარდა და მეორე წრეზე წავიდა.

შტორმი „ფრანკლინი“ დიდ ბრიტანეთს 21 თებერვალს დაატყდა თავს. ქარის სიმძლავრე წამში 40 მეტრი იყო და ცუდი ამინდის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები