LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა, მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას, ლიას… ორი წლიდან სულ მიმეორებდა, სად მივდივართ? ჰოლივუდში…“ – ნუცა ბუზალაძის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ახლახან გარდაცვლილი დეიდას ხსოვნას მიუძღვნა

301
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძემ ახლახან სოციალურ ქსელში გაგვიზიარა ამონარიდი ახალი კლიპიდან, რომელიც სიმღერაზე „ილუზიები“ გადაიღო.

„ჩემი ახალი EP და პროექტი, რომელიც ჰოლივუდში ჩემს ახალ გუნდთან ერთად შევქმენი, მინდა, რომ მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას, ლიას.

დღეს იქ რომ ვცხოვრობ, მისი დამსახურებაა.

ორი წლიდან ყოველდღე მიმეორებდა:

„სად მივდივართ?“

„ჰოლივუდში.“

„სად მივდივართ?“

„ჰოლივუდში.“

და აი… ეს ოცნება ერთად ავისრულეთ!..

ზუსტად ვიცი, ჩემი ანგელოზი იქნება და არსად, არასდროს მიმატოვებს.

მადლობა, რომ ასე მაგრად გამზარდე.

მიყვარხარ უსასრულოდ, ლიი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g