ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მან belive.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოპოვებული ოქროს მედლით უბედნიერესია, რადგან ისტორიის დაწერა შეძლო.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფედერაციას და მწვრთნელებს, რადგან ყველანაირად გვეხმარებოდნენ რომ ეს ოქროს მედალი მოგვეპოვებინა. მინდოდა ისტორია დამეწერა და ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ მეორე ადგილს დავჯერებულიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი გვარი წითელი ასოებით შეიცვლება“, – ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.