LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მინსკი-თბილისის რეისზე მგზავრებმა იჩხუბეს

98
ჰჯლ,ჰ

მინსკიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი თვითმფინრავის ბორტზე მგზავრებმა იჩხუბეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ, 16 ივნისს მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ბორტზე მყოფმა მგზავრებმა გინების ხმა გაიგეს, შემდეგ დაპირსპირებაში მონაწილე პირებს ბორტგამცილებლები სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მგზავრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში საქართველოს მოქალაქეები არ მონაწილეობდნენ.

რუსული მედიის ცნობით, თვითფრინავის დაჯდომის შემდეგ, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g