ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემაში „იმედის დღე“ მუსიკოს რომა რცხილაძისა და ახალგაზრდა შემსრულებლის, მარიამ მამისმედიშვილის სიმღერის, „მისი იდუმალება” პრემიერა შედგა.
როგორც მუსიკოსი პირდაპირ ეთერში საუბრობს, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს ახალგაზრდა კარიერას იწყებს, ვისთან ერთად და როგორ აკეთებს ამას.
მისი თქმით, მარიამი სიმღერას ფილოსოფიური კუთხით მიუდგა და მისი ხასიათი ზუსტად ამოიცნო.
მარიამმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რომა რცხილაძის დიდი მადლიერია, რადგან მან ნამდვილ მუსიკას აზიარა.