LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მითხრეს დაწექიო, მეც ვწევარ, ბოლოს მივხვდი, რომ თურმე მკვდრის როლზე დამამტკიცეს“ – ბექა ყორშიას სახალისო ისტორია ეგვიპტიდან

333
ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია გადაცემაში „შენი დილა“ ეგვიპტეში მის თავს გადამხდარ, სახალისო ისტორიას იხსენებს.

ზოგადად მსახიობის პროფესიაზე საქართველოში, სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბრისას ყორშია ჰყვება, რომ ეგვიპტეში, მარტივ სცენაში შესთავაზეს სნაიპერის როლი, რასაც თავი ვერ გაართვა, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ თურმე მიცვალებულის როლი უნდა შეესრულებინა:

„ვერ გავაკეთე ეს 10 წამიანი მარტივი სცენა, რაც დამავალეს ვერაფერი ვერ გავაკეთე, ბოლოს მითხრეს დაწექიო, მეც ვწევარ, ბოლოს მივხვდი, რომ თურმე მკვდრის როლზე დამამტკიცეს“ – იხსენებს ყორშია.

ბექა ყორშიას სახალისო ისტორია ეგვიპტიდან 😂

🎬 "… ნახევარი საათის მერე მივხვდი, რომ მკვდრის როლზე დამამტკიცეს" | ბექა ყორშიას სახალისო ისტორია ეგვიპტიდან 😂

Posted by შენი დილა • Sheni Dila on კვირა, 21 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები