ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ ქალი, რომელსაც მეუფე სტეფანესთვის კითხვის დასმა სურდა ტაძრიდან გააძევა.
შესაბამისი ვიდეომასალა საინფორმაციო საიტმა Timerge-მ გაავრცელა.
როგორც კადრებიდან ირკვევა, მიტროპოლიტს ლაპარაკს აწყვეტინებს სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი მაია ცაავა, რომელიც კითხვის დასმას ითხოვს. რაზეც სასულიერო პირი პასუხობს:
„არ გაქვს შეკითხვა. თქვენი სათქმელი ქუჩაში თქვით. გაიყვანეთ. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია. ეს არის პროვოკატორი”, – ამბობს ვიდეოში მიტროპოლიტი, რის შემდეგაც სასულიერო პირებს ქალი ტაძრიდან გაჰყავთ.
https://www.youtube.com/watch?v=Fe5jIRWciKo