მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ოთარ მეღვინეთუხუცესთან კონფლიქტის შესახებ საუბრობს.
„არ მაპატიეს სოფიკო ჭიაურელის მეგობრობა, ახლობლობა, არ მაპატიეს ის, რომ პირფერობა არ შემიძლია. როდესაც ოთარ მეღვინეთუხუცესს სამხატვრო ხელმძღვანელად ირჩევდნენ, მე მას ხმა არ მივეცი. იმას ეგონა შენ გინდაო, ჰქონდა მას რაღაც მინუსები. ამის შემდეგ ხელფასი დამიქვეითა. რომ მივედი ვკითხე, რატომ გააკეთე ეს მეთქი და ურჩი ხარო. მაშინ ვთქვი, მე აქ არ გავჩერდები. შენ თუ კარგი მსახიობი ხარ, მე კიდევ სამართლიანობა მიყვარს მეთქი“, – ამბობს მსახიობი.