LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ თურქეთში ნანგრევებიდან 13 წლის ბიჭი ამოიყვანეს

179
Untitled design

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისგან 11 დღის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან 13 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს.

ნანგრევებიდან მოზარდის ამოყვანის კადრებს Al Jazeera ავრცელებს და წერს, რომ მოზარდმა ნანგრევებში 228 საათი გაატარა.

ბოლო ცნობებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი თურქეთსა და სირიაში, ჯამში, 42 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად 36 187 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 5 800.

მომხდარ მიწისძვრას ნატოს გენერალური მდივანი უწოდებს ყველაზე მომაკვდინებელ ბუნებრივ კატასტროფას, რომელიც ოდესმე მომხდარა ალიანსის ტერიტორიაზე.

იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები