LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით, თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“ – მამა პეტრე მორიგ ლექსს კითხულობს

229
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მის მიმდევრებს ხშირად უზიარებს ხოლმე საკუთარ ლექსებს.

ამჯერად, მან „ტვ პირველის“ გადაცემაში „შუადღე“ წაიკითხა მისი ერთ-ერთი ლექსი სახელწოდებით „აპრილი“.

„შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა,

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.

წუხელის წვიმამ დატბორა გზები,

და აჩრდილივით გეძებდი ქარში,

შენ თვალებიდან გცვივა იები

და გაზაფხული გითრთოლავს ტანში.

იასამნებად გეტყობა წლები,

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,

მინდა გიყურო შორიდან გზნებით,

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.

მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,

მარტმა ფიქრები ისევ არია,

მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით,

თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“

"აპრილი" – პეტრე კოლხი

🌸 "აპრილი" – პეტრე კოლხი

Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 07 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g