საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის მეუღლემ, თამარ წულეისკირმა, რომელიც 27 ნოემბერს იუბილარი იყო, დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
ფოტო: როგორ ულოცავს ლევან კობიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს
დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა თამარ წულეისკირის მეგობარი ნინა ზარქუაც, რომელიც „ინსტაგრამის“ გამომწერებს წვეულებაზე გადაღებულ კადრებს უზიარებს.
ნინა ზარქუა „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც სტუმრების აპლოდისმენტებისა და მილოცვის ფონზე, თამარ წულეისკირი ტორტზე სანთლებს მეუღლესთან და შვილთან ერთად აქრობს.