LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მხიარული და საყვარელი შოშიები, როგორ იჭყიტებიან“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს

169
გიგა ცხელიშვილი

გასული წლის ნოემბერში, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი, ტყუპების – დანიელისა და დაჩის მორიგ კადრებს ავრცელებს.

ვიდეო: „ვცდილობთ, ყველაზე თბილი და სანატრელი სიტყვა ვთქვათ“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების ემოციურ კადრებს გვიზარებს

ტყუპები, რომლებსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს და რომლებმაც ყველას შეაყვარეს თავი, აღნიშნულ კადრებში საკუთარ სათამაშო მანეჟში სიარულს ცდილობენ და მხიარულობენ.

ისევე როგორც ტყუპების ნებისმიერ ფოტოსა თუ ვიდეოს, აღნიშნულ კადრებსაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

ფოტო: „ნეტავ ერთი წამით შეგახედა შენ ულამაზეს ბიჭებს“ – გიგა ცხელიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეზე

„შოშიები, როგორ მიყვარს თქვენი ცქერა“, „მხიარული და საყვარელი შოშიები“, „ბედნიერება თქვენშია, ჩემო შოშიებო“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარების ველში.

ცნობისათვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

ვიდეო: „შორემ ორი სიცოცხლე დამიტოვა და ცაში გაფრინდა… უზომოდ შევაყვარებ დედას“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g