LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოდი, მოდი აქ.. ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყველას გილოცავთ სასწაულ გამარჯვებას“ – კახა კალაძე

209
კალა კალაძე - ევრო 2024

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით ულოცავს.

„სასწაული გამარჯვება მინდა მივულოცო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. ქართველ გულშემატკივარს, ვისაც უხარია ჩვენი გუნდის წარმატება და გამარჯვება.

ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყველას გილოცავთ. უბედნიერესი ვართ. დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე იგივე სიხარულს გრძნობთ და ამაყობთ. ძალიან მიხარია, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ნაკრებს, ძალიან მიყვარხართ ყველა. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, – ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ ევრო 2024- ზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა. უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ისტორიული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

„ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა!… თუ მიაქციეთ ყურადღება, ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო… ახლა მაინც შეგრცხვეთ, დადუმდით ყველა“ – ოთარ ტატიშვილი

ვიდეო: „თამაშის წინ მოვიდა და გამამხნევა… ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია… ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია, დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება“ – ხვიჩა კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები