LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქამდე დაგამცირებთ, სანამ ამ მეზოზოურ სიგიჟეს თავიდან არ ამოიგდებთ.. რაღაცნაირად მოხერხდა და ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაჰბრალდა ფეხბურთელის ფორმა“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

3427
თამარ ჩერგოლეიშვილი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ორი მატჩი უკვე გამართა – თურქეთთან და ჩეხეთთან დაპირისპირებას და ქართველი ფეხბურთელების თამაშის ხარისხს ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვნად აფასებენ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით გავრცელებულ კრიტიკულ მოსაზრებებს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი და წერს:

„რაღაცნაირად მოხერხდა და ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაჰბრალდა ფეხბურთელის ფორმა.

ხალხი სერიოზულად მსჯელობს ამაზე.

აი „ნაცები“ რომ მე დავშალე, მაგ ოპერიდანაა.

იქამდე დაგამცირებთ, სანამ ამ მეზოზოურ სიგიჟეს თავიდან არ ამოიგდებთ – სუყველას.

თქვე სუნიანო დინოზავრებო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კეკელიძე: „ხვიჩა კვარაცხელია საკმარისად დიდი ფეხბურთელია რომ რაღაც, რაც მის თავს ხდება – მისი ბრალი იყოს და პირიქით..სამარცხვინოა, როცა ცოლს აბრალებ ფეხბურთელის წარუმატებლობას“

რაღაცნაირად მოხერხდა და ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაბრალდა ფეხბურთელის ფორმა. ხალხი სერიოზულად მსჯელობს ამაზე. აი…

Posted by Tamara Chergoleishvili on შაბათი, 22 ივნისი, 2024

ხვიჩა კვარაცხელია: სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია…რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები