„ბედნიერ ადამიანს საოცრების მოხდენა შეუძლია. ბედნიერ ადამიანს წყალზე სიარული და ღრუბლებთან თამაში შეუძლია და თქვენ წარმოიდგინეთ, ეტლიდან წამოხტომაც კი მაშინ, როცა სხვა დროს ეს წარმოუდგენელია.
ჩვენი ბიჭი ტატო, ავტო ავარიის შემდეგ არის ჩვენთან. იმ საბედისწერო დღეს, როცა თავის საყვარელ ველოზე იჯდა და მანქანა დაეჯახა, თავის პატარა გულში ისევ ველოსიპედზე ოცნებობს თურმე ♥
მისი ოთახის საახალწლოდ მორთვის პატივი, ნანა აბურჯანიძეს და ია ჩანტლაძეს ხვდათ წილად და ამ პროცესში, ჯადოქარმა გოგოებმა ტატოს გულის ხმა გაიგეს.
ვიდეო სულ პაწაწუნაა, მაგრამ ისმის ტატოს გულის ძგერა, დიდი ხნის შემდეგ წარმოთქმული სიტყვა – კი და აღმაფრენა, რომელმაც ფრთები გამოასხა და ეტლიდან წამოაფრინა.
მეგობრებო, წარმოუდგენელად მაგარი გრძნობაა სხვისი გახარება, გირჩევთ გამოსცადოთ“, წერია ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელას“ ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე და გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც საყვარელი ბიჭუნას, ტატოს ემოციები ჩანს, როდესაც მას საჩუქრით ახარებენ.