კრის ჰემსვორტი „ჰუგო ბოსის“ მორიგ რეკლამაში იღებს მონაწილეობას. ახალი ვიდეო, რომელსაც ბრენდი გამოუშვებს, ნიუ-იორკში მზადდება.
მსახიობი „ჰუგო ბოსის“ მდიდრული სუნამოს ქსელის საერთაშორისო ელჩია და კვირას აღნიშნული როლი ბოლომდე მოირგო, როდესაც ნიუ-იორკში ბრენდის სარეკლამო რგოლში იღებდნენ. 36 წლის ვარსკვლავი ხან ბრუკლინის ხიდზე პოზირებდა, ხანაც პიერის პროსპექტზე დარბოდა.