ბოლო პერიოდში, ჰიპ-ჰოპ არტისტი, კანიე უესტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. მისი ქმედებები და განცხადებები მუდამ ეპატაჟური და მოულოდნელია. სულ ცოტა ხნის წინ, 46 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ის ახალი მოსეა, ახლა კი მან არაერთი მუსიკოსისთვის სანატრელი პრესტიჟული, „გრემის“ ჯილდო უნიტაზში ჩააგდო და ზედ მოისაქმა კიდეც. ამ ქმედების ამსახველი ვიდეო კი უესტმა „ტვიტერზე“ გაავრცელა.
ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. „მორიგი ეპატაჟური გამოხტომა“, „წადი იმკურნალე“, „უმაგრესი ხარ“, – წერენ კომენტარებში.
https://twitter.com/kanyewest/status/1306280073209589760?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1306280073209589760%7Ctwgr%5Eshare_3&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F16482-nakhet-kanie-vestma-gremis-jildo-unitazshi-chaagdo
აღსანიშნავია, რომ რეპერი გავლენიან ლეიბლებს Universal Music და Sony დაუპირისპირდა, რომლებთანაც წლებია, თანამშრომლობს.