„როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს, ამიტომაც მისი გაზომვის დროს, აუცილებლად სხეული უნდა იყოს მოდუნებული…“ – ამის შესახებ გადაცემაში „ახალი დღე“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ფაღავამ ისაუბრა.
სპეციალისტი ამბობს, რომ როდესაც წნევა იზომება პირველად, წნევა უნდა გაიზომოს ორივე ხელზე:
პირველი დახმარება მაღალი წნევის დროს – ზურაბ ფაღავას რეკომენდაციები
რა ასაკია ყველაზე საყურადღებო და როდის უნდა ვიფიქროთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე, არსებობს თუ არა გამოხატული სიმპტომები, რომლებიც აღნიშნულ დიაგნოზზე მიგვანიშნებს, რა წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის განვითარების მთავარ რისკფაქტორს, როდის ინიშნება მარეგულირებელი პრეპარატები და რა არის პირველადი დახმარება მაღალი წნევის დროს – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „ბოხუას […]
„როდესაც წნევა იზომება პირველად, წნევა უნდა გაიზომოს ორივე ხელზე. ეს კეთდება მხოლოდ ერთხელ.
თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ განსხვავება არ არის, ან განსხვავებაა ვერცხლის წყლის სვეტის 5-10 მილიმეტრი, უკვე შემდგომში შეგვიძლია გავიზომოთ ნებისმიერ ხელზე.
მაგრამ როდესაც განსხვავება, კორექტულად გაზომვის შემთხვევაში (ანუ არ შეიძლება ერთ ხელზე გაიზომოს რელაქსირებუილ მდგომარეობაში და მეორე ხელზე გაზომო გადაწეულ მდგომარეობაში, ასეთ შემთხვევაში წნევა იქნება სხვა და სხვა)
თუ წნევა იქნება 20 სვეტზე მეტი, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევამოწმოთ ლავიწქვეშა არტერიების მდგომარეობა, რადგან შესაძლებელია იქ იყოს ათეროსკლეროზით ან რომელიმე სხვა დაავადებით გამოწვეული შევიწროება, რომელიც განაპირობებს სისხლის ნაკადის შემცირებას ამა თუ იმ მხარეს..
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ გაიზომოს სწორად წნევა, როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს, ამიტომაც მისი გაზომვის დროს, აუცილებლად სხეული უნდა იყოს მოდუნებული…“ – ამბობს სპეციალისტი.
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა,,როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს, ამიტომაც მისი გაზომვის დროს, აუცილებლად სხეული უნდა იყოს მოდუნებული…" – როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა ვრცლად: https://1tv.ge/video/eqimis-rchevebi-meteodamokidebuleba-ratom-vreagirebt-amindze/
Posted by ახალი დღე • 1tv.ge on სამშაბათი, 25 მარტი, 2025