მომღერალმა გიორგი ცხადაძემ იუბილე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა.
დაბადების დღის წვეულებას გიორგის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გიორგის სიურპრიზად მრავალჟამიერიც უმღერეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
მომღერლებმა ანდრია გველესიანმა და თაკო კაკალაშვილმა გიორგისთან ერთად სიმღერაც შეასრულეს.
„სურვილს ვიფიქრებ, რომელიც ჩემს სალომესთან, ჩემს ოჯახთან, ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს, თქვენ გიკავშირდებათ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.
ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა თქვენთან მეგობრობა. ამიტომ, ყველას ერთად გაგვიმარჯოს“, – თქვა გიორგიმ ტორტის ჩაქრობამდე.
სოციალურ ქსელში ვიდეოებს მაცაცო კევლიშვილი გვიზიარებს.
