LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აეროპორტში თვითმფრინავის მკვეთრი დაჯდომა თვითმხილველებმა გადაიღეს

127
maxresdefault

პორტუგალიური ავიაკომპანიის Tap Air Portugal-ის თვითმფრინავის მადეირას აეროპორტში დაჯდომა კადრში მოხვდა. ვიდეო გამოცემა AeroTime-მა გაავრცელა.

ამ ვიდეოში ჩანს თუ როგორ აქანავებს ძალიან ძლიერი ქარი Airbus A321-ს ხან იქით და ხან აქეთ. მიწასთან მიახლოების დროს საჰაერო ხომალდის უკანა ნაწილი ზემოთ იწევა, ცხვირი კი პირიქით ქვემოთ იხრება. თვითმფრინავი რამდენიმე წუთი ასაფრენ ბილიკზე „ხტუნაობს“, თუმცა შემდეგ პილოტი სიტუაციის გაკონტროლებას ახერხებს.

მადეირას აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშად მიიჩნევა და ძლიერი ქარი შესაძლოა სერიოზულ გამოცდად იქცეს საუკეთესო პილოტებისთვისაც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები