LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოში ყველაზე ნელი კომპოზიციის დაკვრა 2003 წელს დაიწყო და 2640 წლამდე გაგრძელდება

92

მსოფლიოში ყველაზე ნელი კომპოზიცია 639 წელი გრძელდება და მისი შესრულება გერმანულ ქალაქ ჰალბერშტადში 2003 წელს დაიწყო. ნაწარმოები ორგანისთვისაა დაწერილი და სახელად – „რაც შეიძლება ნელა“ ეწოდება. კომპოზიციის ავტორი ცნობილი მუსიკოსი ჯონ კეიჯია და უჩვეულო ნამუშევარი მან ტაძრისთვის შექმნა.

კომპოზიცია იწყება პაუზით, რომელიც არც მეტი არც ნაკლები მთელი 6 თვე გრძელდება. პირველი ნოტები 2003 წელს გაჟღერდა და მათი ცვლილება 2022 წლის თებერვლამდე არ იგეგმება. კომპოზიცია 2640 წლამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g