LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთავარია ადამიანმა შეიგრძნოს ვინ არის, რისთვის მოვიდა და რა უნდა აკეთოს. ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს…“ – რაზე ისაუბრა მანანა თოდაძე „იმედის“ ეთერში

118
2025-05-08_01-53-51_476595

მომღერალი მანანა თოდაძე გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ასაკის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს და როდესაც დილით მზე ამოდის, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა.

„ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს დედამიწაზე. მთავარია, ადამიანმა შეიგრძნოს ვინ არის, რისთვის მოვიდა და რა უნდა აკეთოს. ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს… ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯერ შენს თავს სცე პატივი და შემდეგ გარშემომყოფებს.

ძალიან მიყვარს ადამიანები. ცხოვრებამ სიტყვის ფასი მასწავლა, ამიტომ ძალიან მეშინია სიტყვის! მუდამ ვცდილობ, რომ ჩემი სიტყვით ვინმეს ზიანი არ მივაყენო. მე საერთოდ არ მინდა ვიცოდე რამდენი წლის ვარ.

ვცხოვრობ სრულყოფილად და მინდა ვიყო ბედნიერი. მზე რომ ამოდის უკვე ბედნიერებაა. ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, რომ ყველა ადამიანს პატივი სცე“, – ამბობს მანანა თოდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g