„მთელი ცხოვრება მამაჩემი მეუბნებოდა, რომ მეგრელს არ უნდა გავყოლოდი ცოლად“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ განაცახდა.
„ჩემი უფროსი შვილი ძალიან „მეღადავება“ იმიტომ, რომ ჩემი უფროსი შვილი არის მეგრელი. „შე მეგრელო, შე მეგრელო“ სულ ვეუბნებოდი და რომ გაიგო მეც მეგრელი ვარ – „აი, ახლა იღადავე მეგრელებზეო“ იმიტომ, რომ მეგრელების მიმართ მქონდა სხვანაირი დამოკიდებულება. მე მთელი ცხოვრება მამაჩემი მეუბნებოდა, რომ მეგრელს არ უნდა გავყოლოდი ცოლად, რადგან მეგრელები არიან ცუდი კაცები. მაგრამ, ამას იმიტომ მეუბნებოდა თურმე, რომ ნათესავთან არ მქონოდა ურთიერთობა.
სამეგრელოში ნამყოფიც არ ვიყავი და პირდაპირ მამასთან ჩავედი“, – ამბობს თაუმა მუსერიძე.
ვიდეო: „მამა მყავდა Facebook-ზე მეგობრებში და არ ვიცოდი… არც მან იცოდა, რომ შვილი ვიყავი“ – რა მისწერა პირველად მამამ თამუნა მუსერიძეს
ვიდეო: „ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო..“ „ერთი წუთით მაინც რომ მეგრძნო მის თვალებში სინანული, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ საათს უყურებდა…“- თამუნა მუსერიძე
ვიდეო: „მეჩხუბა ძალიან და მითხრა, რომ მე შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო… ჩემთვის სამარცხვინოა რომ შენ ჩემი შვილი ხარო…“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან მტკივნეულ საუბარს იხსენებს
„იმდენად დავიღალე სხვადასხვა, გამოგონილი ისტორიების მოსმენით, გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა და თავად მომეყოლა ის, რაც მოხდა“ – თამუნა მუსერიძე