ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კადრებს გვიზიარებს.
მსახიობი ვიდეოში ამბობს რომ, მთელი ცხოვრება ემოციების დამალვას ცდილობდა, თუმცა თვლის რომ სიჩუმე ძალა არ არის.
„მთელი ცხოვრება ვცდილობდი ემოციების დამალვას. ყველაფერს ჩემს შიგნით ვინახავდი, თუმცა ვცდებოდი. სიჩუმე ძალა არ არის. სიძლიერე არ ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერა არ გჭირდება.
ეს ვიდეო ლონდონში მაგისტრატურაზე სწავლის დროს ჩავწერე. ეს იყო პერიოდი, რომელიც შთაგონებით და ამავდროულად სირთულეებით იყო სავსე“, – წერს ლელა მებურიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლელა და მისი მეორე ნახევარი რამდენიმე წელია, რაც ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ლელა მებურიშვილის მხიარული ვიდეო: ლონდონში ცხოვრებისას მსახიობის ოთხივე სეზონის ჩაცმულობა
